ნანუკა ჟორჟოლიანი: რა უნდა გავაკეთოთ? რა ფორმით უნდა მოვითხოვოთ მიშას გადაყვანა სამკურნალოდ?!
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მიმართავს. „მეგობრებო, რას ფიქრობთ? რა უნდა გავაკეთოთ? აქციები? პიკეტირებები? რა ფორმით უნდა მოვითხოვოთ მიშას გადაყვანა სამკურნალოდ?! ისიც პასუხია, თუ მეტყვით რომ არაფერი არ უნდა ვქნათ და დუმილით უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი არევაძემ განიხილა.