IOC: რუსეთისთვის დაწესებული სპორტული სანქციები "არ ექვემდებარება გადასინჯვას"
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 31 იანვარს განაცხადა, რომ გადასინჯვას არ ექვემდებარება სანქციები, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს დაუწესდა მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.
სანქციები მოიცავს აკრძალვებს იმ რუსი და ბელარუსი ათლეტებისთვის, რომლებიც თავ-თავიანთი ქვეყნების დროშის ქვეშ ასპარეზობენ.
მანამდე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენელი სპორტსმენები არ უნდა დაუქვემდებარონ განსხვავებულ წესებს - იმ ფონზე, როცა იზრდება დაძაბულობა 2024 წელს პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების წინ.
"რუსეთის და ბელარუსის სახელმწიფოების და მთავრობების წინააღმდეგ სანქციები გადასინჯვას არ ექვემდებარება", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესმდივანმა და დასძინა: "ისინი ერთხმად იქნა მიღებული ახლახან, 9 დეკემბერს გამართულ ოლიმპიურ სამიტზე".