Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვგმობთ პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმიანება 2021 წლის 13 სექტემბერს და წინა დღეებში მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დასტურდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდოდ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სისტემატური და მასშტაბური ფაქტები. საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება.

მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ჩანაწერები ძირითადად შეიცავს სასულიერო პირების კერძო კომუნიკაციის უკანონოდ ჩაწერის და შენახვის შესახებ მონაცემებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია, თუმცა 13 სექტემბერს გავრცელებული მონაცემების მასშტაბურობა მიანიშნებს სუს-ის მხრიდან მოქალაქეების ტოტალურ კონტროლზე. გავრცელებული ინფორმაციით სასულიერო პირებთან ერთად უსმენენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აგრეთვე ადვოკატსა და კლიენტს შორის დაცულ კონფიდენციალურ საუბრებს.

ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცესა და კერძო კომუნიკაციას იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი განსაკუთრებულ კონტროლს აწესებს პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მრევლს მოძღვართან ტელეფონის მეშვეობით აქვს ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც აღსარების საიდუმლოს მიეკუთვნება. სასულიერო პირების უკონტროლო და უკანონო მიყურადება კი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს აგრეთვე აღსარების საიდუმლოს, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი იცავს კანონმდებლობა. სავარაუდო ფარული მიყურადება/თვალთვალი ასევე არღვევს კიდევ ერთ ფუნდამენტურ სისხლისსამართლებრივ პრინციპს – ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ ურთიერთობას, რომლის დაცვის გარეშე შეუძლებელია კლიენტის ნდობის მოპოვება და მისი საპროცესო უფლებების ჯეროვნად შესრულება.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საია წლების განმავლობაში მიუთითებე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუსაზღვრელ და უკონტროლო უფლებამოსილებაზე. არსებული კანონმდებლობა ვერ იცავს პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან. ფარული მიყურადება და თვალთვალი გავლენას ახდენს პირთა თავისუფლებაზე. წლებია საკონსტიტუციო სასამართლოგანიხილავს 2017 წლის 1 ივნისის №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს, მნიშვნელოვანია მის მიერ საკითხის გადაწყვეტა იყოს დროული და ეფექტიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას.

მიგვაჩნია, რომ წარსულში პირადი ცხოვრების ხელყოფის არაერთი გამოუძიებელი საქმე კიდევ უფრო ახალისებს და მეტ მასშტაბს სძენს სხვის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევას. ამ მიმართლებით, წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების არაფექტიანი მუშაობის, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა.

დადებითად ვაფასებთ მედიასაშუალებების ნაწილის გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დაიცვან არსებული ჩანაწერების გავრცელების პროცესში პირთა პირადი ცხოვრების უფლება. ასევე გვსურს, ჩანაწერების ფიგურანტ პირებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში, გავუწვიოთ სამართლებრივი დახმარება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით აწარმოოს დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებს, რომ განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მათი გავლენის ფაქტებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Туле поймали преступников, подозреваемых в организации "теневой" миграции

Meizu возвращается в Россию. Познакомились с грядущими новинками в Китае

На форуме «Микроэлектроника» рассказали о разработке отечественных фотолитографических материалов

Акции по сбору вторсырья пройдет в Долгопрудном и Солнечногорске 29 сентября

Музыкальные новости

Mash: Константина Хабенского выписали из больницы после недельного лечения

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья

Спартак Кострома - Енисей. Гол и лучшие моменты (видео). FONBET Кубок России по футболу сезона 2024-2025 гг. Футбол (видео)

Легенда мирового хоккея Игорь Ларионов - амбассадор бренда "Лошадиная сила"

Новости России

Педагог-психолог из Липецка представит регион на Всероссийском конкурс «Педагог-психолог»

В Туле поймали преступников, подозреваемых в организации "теневой" миграции

Следователи назвали приоритетную версию смерти отравившихся детей под Красноярском

"Это моя мр**та": треш-блогер привлёк внимание Бастрыкина после унижения пенсионерок в Краснодаре

Экология в России и мире

После отдыха в Турции муж теперь постоянно просит такую яичницу на завтрак: вот рецепт, ингредиенты есть в любом российском магазине

Фестиваль «Чистопрудный Fest» покажет исторические районы Москвы с необычной стороны

Коллекция Nensi Dojaka весна-лето 2025

Новосибирские хирурги провели сложную операцию по удалению опухоли позвоночника

Спорт в России и мире

Кудерметова вышла в третий круг турнира WTA 1000 в Пекине

Алибек Качмазов поднялся на 73 позиции в рейтинге ATP, достигнув 179-го места

Даниил Медведев обыграл Гаэля Монфиса и вышел во 2-й круг турнира ATP-500 в Пекине

Камилла Рахимова вышла во второй круг WTA-1000 в Пекине, обыграв Кимберли Биррелл

Moscow.media

Hybrid запустил онлайн-академию Hybrid Training Hub

Жизнь-штука полосатая...

Специалисты обозначили наиболее востребованные для приобретения и страхования автомобилей полисы КАСКО.

Проект «Райтек ДТГ» стал лучшим в ПФО







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *