Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისში გაიხსნა "ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტი

საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება თბილისში მასპინძლობენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“(OGP) მეხუთე, გლობალურ სამიტს, რომელშიც მონაწილეობს ინიციატივის წევრი 75 ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი. OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა, 2017 წელს კი საფრანგეთისგან გადაიბარა OGP-ს თავმჯდომარეობა. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. OGP მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. OGP მოქალაქეებს აძლევს შანსს, ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.


17 ივლისს, თბილისის სამიტის პირველ დღეს, სამოქალაქო საზოგადოება მსჯელობს საქართველოსთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე. სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობს 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. 12 საათიდან საქართველოს პარლამენტში დაიწყება „ღია პარლამენტის დღე“ და საერთაშორისო კონფერენცია 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენლის მონაწილეობით


2011 წლიდან, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივასთან შეერთების შემდეგ, საქართველომ შეიმუშავა სამი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან ვალდებულებებს კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, საჯარო სერვისების ეფექტიანობის და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით. 17-19 ივლისს, თბილისის გლობალურ სამიტზე საქართველო წარმოადგენს მეოთხე სამოქმედო გეგმას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *