ზურაბ ალავიძე: კითხვები ჩემს მინისტრობამდე პერიოდს შეეხებოდა
პროკურატურის ცნობით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.