Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანმა აშშ-ს უჩივლა ბირთვული ხელშეკრულების დატოვებისთვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ადასტურებს, რომ ირანმა მას საჩივრით მიმართა აშშ-ის მხრიდან თეირანისთვის სანქციების აღდგენის გამო. ირანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი არღვევს ბირთვულ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერეს თეირანმა, აშშ-მა და მსოფლიოს კიდევ ხუთმა წამყვანმა ქვეყანამ. სასამართლოს დასტურამდე ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი აცხადებდა, რომ სასამართლოში საჩივარი შევიდა, რათა აშშ "ანგარიშვალდებული იყოს ცალმხრივი სანქციების უკანონო აღდგენაზე". ზარიფმა ტვიტერით დაწერა, რომ "ირანი ერთგულია კანონის უზენაესობისა, აშშ-ის მხრიდან დიპლომატიის და კანონიერი ვალდებულებების უგულებელყოფის ფონზე", და დასძინა: "ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა გაეწიოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის მის ჩვევას". 2015 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი დათანხმდნენ ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას. პასუხად ირანმა შეამცირა ურანის გამდიდრების პროგრამა და პირობა დადო, რომ არ იმუშავებდა ატომური იარაღის შექმნაზე. სანქციების მოხსნამ ირანს საშუალება მისცა თავისი ნავთობი და ბუნებრივი აირი მსოფლიო ბაზარზე გაეყიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებაში რჩებოდა აშშ-ის მეორადი სანქციები. მაგრამ მაისში ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ ცალმხრივად გამოიყვანა ხელშეკრულებიდან. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *