უსაქმური
![უსაქმური](https://gdb.rferl.org/8D8A3BCC-DD00-4A45-AC7B-A578E798C01C_cx0_cy14_cw0_w800_h450.jpg)
ყველაფერს წერტილი დაუსვა ექსპერტიზის ბიუროს მიერ ქალიშვილობის დადგენის კომერციალიზაციასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა. ეს უკვე არა მარტო დროში, არამედ სივრცეში წანაცვლებაც იყო - გასული საუკუნის 50-იანი წლების ლათინური ამერიკა: მთელი ეს ამბავი, თავისი ფემინისტური გარნირით, ლიოსას კალმის დონის სერიალის სიუჟეტს ჰგავდა.