მედიის სოლიდარობისთვის ჟურნალისტები და მოქალაქეები თბილისში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარედ შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ კომუნიკაციების კომისიისკენ, სადაც განიხილება მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საჩივარი სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ.
"ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანიებს, „პირველს“, "მთავარსა" და "ფორმულას", კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა სხვადასხვა ტერმინის - „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ა.შ. - გამოყენების გამო.
"თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საწყისი და საფუძველი. Читать дальше...