ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ
სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი, რომელსაც ბრალად ედება სასამართლოს მანდატურის თანამშრომელზე თავდასხმა, პატიმრობაში დატოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გადაწყვეტილება დღეს, 7 აგვისტოს გამოაცხადა სხდომათა დარბაზში.