შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციამ მარნეულში დააკავა სამი ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელმაც, ჩვენი ინფორმაციით, საქმრო დაჭრა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ქალი. პოლიციის ცნობით, ბრალდებულებმა, ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს და ის ცივი იარაღით დაჭრეს.
შსს-ც ცნობით, დაკავებულები არიან 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. ხოლო დანაშაული, რომელსაც მათ ედავებიან, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...