პესკოვი: რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 1 თებერვალს გაიმართება აბუ-დაბიში
რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ახალი შეხვედრა 1 თებერვალს არის დაგეგმილი აბუ-დაბიში, განაცხადა ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პესკოვმა მოლაპარაკებებს „მგრძნობიარე და ძალიან რთული“ უწოდა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კვირას გაგრძელდება. 23 და 24 იანვარს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, აბუ-დაბიში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. Читать дальше...