World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მდინარაძე: ამ გადაწყვეტილებას უკან ვერავინ წაიღებს. ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღებაზე

"კანონი ჩავარდება, ეს ძალიან მკაფიოდ. სხვაგვარი დათქმა არ არის. სპეკულაციები მორჩეს" - თქვა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძემ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევაზე საუბრისას დღეს, 9 მარტს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ეს ფრაზა იყო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება ენდოს საზოგადოება ხელისუფლების სიტყვიერ განცხადებას მაშინ, როცა მათ არაერთხელ დაუწღვევიათ ხალხისთვის მიცემული პირობა.


"აბსოლუტური სპეკულაციაა ფორმალურ დეტალებზე საკითხის გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხი, ახლა თუ პროტესტზეა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემდეგ, ეს წარმოუდგენელი ამბავია.


ამ ლოგიკით შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი ხელახლა დავაინიციროთ და მივიღოთ დაჩქარებული წესით. ეს არის წმინდა წყლის ფორმალური საკითხი.


ჩვენი პოლიტიკური ხასიათი ჩვენ მრავალჯერ გამოვავლინეთ. როდესაც ადამიანებს, ბავშვებს, შეცდომაშია შეყვანილი თუ გულწრფელი პროტესტი აქვს, აღარ აქვს მნიშვნელობა. როცა რაღაც რისკის ქვეშ დგება და ეს შეიძლება იყოს რომელიმე ბავშვის, რომელიმე ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აქ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. ესაა ჩვენი ბუნება და ხასიათი" - თქვა მამუკა მდინარაძემ.




მდინარაძეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, თუკი პარტია უარს ამბობს სადავო კანონპროექტზე და მასთან მიბრუნებას აღარ აპირებს მომავალში, მაშინ რითია განპირობებული განცხადება იმის შესახებ, რომ ხალხთან ამ თემაზე ლაპარაკი უნდა გააგრძელონ და ყველას აუხსნან, რა იყო ამ კანონის არსი და მიზანი.


"ამის შესახებ უნდა ველაპარაკოთ ხალხს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი ან გაწვეული არ არის, ან უარს არ ვამბობთ მასზე. ერთი ადამიანის აღქმაშიც რომ დარჩეს, რომ ეს შეიძლება რუსულ საქმეს ემსახურებოდა, მას უნდა ავუხსნათ, სინამდვილეში რა ეწერა. რა აღმოვაჩინეთ იცით? - ამის გამპროტესტებელი ადამიანების თითქმის 100%-ს წაკითხული არ ჰქონდა" - თქვა მამუკა მდინარაძემ.


რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხომ არ აპირებს ხელისუფლება მიუბრუნდეს ამ საკითხს მას შემდეგ, რაც შეძლებენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ "აგენტების კანონი" მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამას დიდი პოლიტიკური რისკი ახლავს თან. 


"პოლიტიკური განაცხადი, რასაც პასუხისმგებლობის დიდი ხარისხი ახლავს და საზოგადოება მსგავს საკითხებს ასე არ ატარებს. ვიცით ხომ, რამხელა პოლიტიკური რისკი ახლავს, შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება დამთავრდეს ასეთი საკითხების გადათქმის დროს" - თქვა მამუკა მდინარაძემ ამ კითხვის პასუხად. 




დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.


მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".


განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.


საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.



პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Спортсменка из Химок победила на всероссийском фестивале по водно-моторному спорту

Отец Ассанжа заявил, что благодарен Путину за поддержку сына

Урок истории о Крымской войне прошел в школе «Флагман» в Химках

Стало известно, когда в Тульской области начнется зима

Музыкальные новости

«Он был как разъяренная чихуахуа!» Егор Шип пригрозил блогеру Андрею Савочкину встречей в Москве в новом выпуске реалити «Первые на деревне» на ТНТ

«Мне было по кайфу спутать им карты» Антон Пануфник столкнёт лбами «умников» в новом выпуске шоу «Вызов. Китайский сезон» на ТНТ

Песни на продажу. Продажа песен. Продажа песни. Продать песни. Хочу продать песню. Где продать песню. Продать собственную песню. Продам песню дорого.

«Фильм «Кинг Конг» смотрели? Вот это я!» Алёна Блин устроит погром в лагере и побреется налысо в новом выпуске реалити «Звёзды в джунглях» на ТНТ

Новости России

Чем отличаются дети, рожденные естественным путем и с помощью кесарева сечения?

Реконструкцию культурно-досугового центра «Протон» в Протвине завершили на 93%

Урок истории о Крымской войне прошел в школе «Флагман» в Химках

Москвичка пришла в кальянную с дочерью-квадробером на поводке

Экология в России и мире

Российские туристы побывали в Японии и были шокированы низкими ценами

Масштабная выставка пройдёт в Ростове-на-Дону

Лучшая инклюзивная школа России-2024: стимул профессионального развития

В столице Урала собрались участники студенческих отрядов со всей России

Спорт в России и мире

Хачанов вышел в четвертьфинал турнира ATP в Алма-Ате

Аслан Карацев выпадет из топ-300 рейтинга ATP после поражения в Алма-Ате

Дарья Касаткина стала первой по числу побед за сезон на турнирах WTA-500 после 2015 года

Спортивный врач назвал причину возможной ампутации яичка Рублева

Moscow.media

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Учитесь как ездить на электричках бесплатно

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный

В Италии прошел первый этап проекта «Культурная миссия в Италии»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *