Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მონღოლეთს ჰყავს ახალი პრემიერი, რომელიც მომიტინგეებს ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეჰპირდა

მონღოლეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ დააკმაყოფილებს მომიტინგეების ეკონომიკურ მოთხოვნებს - მათმა ყოველდღიურმა საპროტესტო აქციებმა მისი წინამორბედის დამხობა გამოიწვია.

კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრად პარლამენტის ყოფილი სპიკერი ზანდანშატარ გომბოჟავინი აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს ხუთშაბათს, გვიან ღამით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად.

პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას, ზანდანშატარმა განაცხადა, რომ წლევანდელი მთავრობის ხარჯები დაახლოებით 640 მილიონი დოლარით უნდა შემცირდეს და დასძინა, რომ ის პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს ბიუჯეტის თავისეულ ვერსიას.

მონღოლეთს წინა პრემიერი, ლუვსანამსრაინ ოიუნ-ერდენე, 10 დღის წინ გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა.

ამას წინ უძღოდა ოიუნ-ერდენეს წინააღმდეგ მოწყობილი ყოველდღიური საპროტესტო აქციები. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვდნენ განმარტებას მისი 22 წლის ვაჟის მიერ საცოლისთვის გადაცემული ძვირადღირებული საჩუქრების შესახებ.

ბევრი მონღოლი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მინერალური სიმდიდრით პოლიტიკოსები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები უფრო სარგებლობენ, ვიდრე - მოსახლეობა. მონღოლეთში მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *