Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმა თვეების წინ დაიგეგმა, აშშ საქმის კურსში იყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმა 2024 წლის ნოემბერში, ლიბანის მებრძოლი დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის და ირანის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ მალევე დაიგეგმა.

პარასკევს საღამოს ჟურნალისტებისთვის გავრცელებულ ვიდეოგანცხადებაში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თავდასხმა აპრილში უნდა მომხდარიყო, მაგრამ გადაიდო.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასწარ იყო ინფორმირებული დარტყმების შესახებ.

„ჩვენ მათ წინასწარ ვუთხარით, დარტყმების შესახებ იცოდნენ, - თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეოჩანაწერში, - რას გააკეთებენ ახლა, პრეზიდენტ ტრამპს მივანდობ, ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს“.

„მისი სახელით არ ვისაუბრებ. ის ძალიან დამაჯერებლად და ძალიან მტკიცედ საუბრობს და უთქვამს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მანამდე თქვა, რომ აშშ-ის დარტყმებში მონაწილეობა არ მიუღია და დახმარებაც არ გაუწევია.

თავად ტრამპი აცხადებს, რომ დარტყმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული. „ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ვცდილობდი, ირანი დამეცვა. ძალიან ვეცადე მათ გადარჩენას, რადგან ძალიან მინდოდა შეთანხმების მიღწევა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – თქვა ტრამპმა.

13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.

ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *