ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის („კოალიცია ცვლილებისთვის“) განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო აღძრული სისხლის სამართლის განხილვა დღეს, 17 ივნისს, დასრულდა.