Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო სიძულვილის წაქეზებაში, თუმცა მისი გათავისუფლება ბრძანა

თურქეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს ორ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საზოგადოებაში სიძულვილისა და მტრობის წაქეზებისთვის, თუმცა, უკვე მოხდილი სასჯელის გამო, მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა.

თურქეთის „გამარჯვების პარტიის“ ლიდერი უმით ოზდაგი იანვარში დააკავეს პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის შეურაცხყოფის ბრალდებით. საქმე შეეხებოდა კომენტარებს, რომლებიც მან პარტიის შეხვედრაზე გააკეთა.

ერთი დღის შემდეგ, ოზდაგი უკვე დააპატიმრეს და მიგრანტების მიმართ სიძულვილის წაქეზებაში დაადანაშაულეს. მას ბრალი წაუყენეს შარშან თურქეთის პროვინცია კაისერში სირიელი ლტოლვილების წინააღმდეგ გამართული არეულობების წაქეზებაში, რომლის დროსაც ასობით სახლსა და ბიზნესს დაესხნენ თავს.

ოზდაგი ღიად აკრიტიკებს თურქეთის ლტოლვილთა პოლიტიკას და მილიონობით სირიელი ლტოლვილის რეპატრიაციას ითხოვს.

სასამართლო პროცესის დროს ოზდაგმა აღიარა, რომ მხარს უჭერდა ლტოლვილების დაბრუნებას, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ მათ წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა. მან განაცხადა, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მისი გაჩუმებისკენ იყო მიმართული.

სასამართლომ მას ორი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა გათავისუფლების ბრძანება გასცა, რადგან დაადგინა, რომ მან უკვე მოიხადა სასჯელის საკმარისი ნაწილი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *