Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელის არმიის ცნობით, ირანში ლიკვიდირებულია ცენტრალური შტაბის ახალი მეთაურიც

ისრაელის თავდაცვის არმიამ დღეს, 17 ივნისს განაცხადა, რომ თეირანზე მორიგი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის ცენტრალური შტაბის (საჰაერო თავდაცვის ძალების შტაბი) ახალი მეთაური ალი შადმანიც.

გენერალ-მაიორი შადმანი ცენტრალური შტაბის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 13 ივნისს, ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა ამ შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი. 13 ივნისს დაიღუპნენ ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც.

ისრაელის არმიის მიერ 17 ივნისს გავრცელებული ცნობით, გასულ ღამით ლიკვიდირებული ალი შადმანი ცოცხლად დარჩენილი სამხედრო მაღალჩინოსნებიდან ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან ყველაზე დაახლოებული პირი იყო და როგორც შეიარაღებული ძალების, ისე გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა ჰქონდა დავალებული.

ირანს გენერალ შადმანის სიკვდილი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *