Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო შეთანხმდნენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე

ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს გუნდები 17 ივნისს შეთანხმდნენ ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე.

როგორც ევროპარლამენტის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

„მომავალში, გაეროს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება.

ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას ან შერყევას და სქემები, რომელიც ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს („ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც მას, პოტენციურად, ევროკავშირში უკანონო შესვლის ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს, ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის ხელახალი მიღების საკითხში თანამშრომლობის ნაკლებობა“, -ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად შეთანხმება მეტ მოქნილობას ანიჭებს ევროკავშირს შეაკავოს მესამე ქვეყნების მთავრობები მოკლევადიანი ვიზების გაუქმების შეთანხმების პირობების დარღვევისგან. სხვა შემთხვევაში შეუჩეროს სავიზო თავისუფლება თანამდებობის პირებს, რომლებსაც შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების ან სხვა დარღვევებზე.

ევროპარლამენტში განმარტავენ, რომ შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის რეადმისიის საკითხში თანამშრომლობის არ არსებობა.

„ამჟამად, შეჩერების მეორე ფაზა ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მაგრამ ეს შეიძლება არაპროპორციული იყოს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა აშკარად არის პასუხისმგებელი სიტუაციაზე. ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ იმოქმედებს მთელ მოსახლეობაზე. ამის ნაცვლად, ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში, ევროკავშირს შეუძლია გადაწყვიტოს და ის მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისკენ მიმართოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნებართვოდ მყოფი ადამიანების რაოდენობის „მნიშვნელოვანი“ ზრდა, თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა დაბალი აღიარების მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან ან სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობა ასევე შეიძლება გახდეს ვიზის შეჩერების მიზეზი.

მოქმედი კანონის თანახმად, ევროკომისიას (დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს წინადადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით) შეუძლია დაიწყოს მესამე ქვეყნებიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი, თავდაპირველად დროებით, შესაბამისი ქვეყნის შემდგომი გამოძიებისა და დიალოგის დაწყებამდე, ხოლო შემდეგ სამუდამოდ, თუ საკითხები არ მოგვარდება. დღემდე, უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს შემთხვევაში გაუქმდა.

იმისთვის, რომ შეთანხმებამ კანონის სახე მიიღოს, ის ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროპული საბჭოს მიერ.

დღეს 18 ივნისს, მედიასთან ამ საკითხის კომენტირებისას "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეთანხმებას "ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობა" უწოდა და დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ შესაძლოა შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან უპასუხა: "მე მგონი - არა, მე მგონი ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ, რატომ არ მგონია გეტყვით - ეს მგონია აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი, ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან", - თქვა კობახიძემ, ისე რომ მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა "საკადრის პასუხში".

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველის ჰერჩინსკის, განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

11 ივნისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას დაუჭირონ მხარი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *