Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„უნდა გავზარდოთ ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“. „ბრიუსელს საქართველოში გადატრიალება სურს“ - ევროპარლამენტში დებატები გაიმართა ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს ხელისუფლება “პირდაპირ აკოპირებს ბელარუსისა და რუსეთის მოდელს”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ლიუდას მაჟილისმა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ სხვადასხვა ჯგუფის მიერ მომზადებული 7 რეზოლუციის პროექტები მოისმინეს.

ვიდრე საქართველოში ინსტიტუციების სრული კოლაფსი მოხდებოდეს, უნდა გავზარდოთ ზეწოლა მათზე, ვინც თანდათანობით ახდენს ძალაუფლების კონსოლიდაციას, - თქვა ლიუდას მაჟილისმა და დასძინა: “უნდა შევთანხმდეთ პერსონალურ სანქციებზე”.

“გარეშე მტრების იდეა ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი საყვარელი თემაა”, - განაცხადა შემდეგმა გამომსვლელმა, ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა. “ეს ბავშვური ზღაპრებია “დიპ სტეიტზე”, რომლებსაც საქართველოში ჰყვებიან”, - თქვა მან და დასძინა, რომ ავტორიტარული რეჟიმის ამ ნარატივის საპირწონედ აუცილებელია, რომ ქვეყანაში ნამდვილი მედია არსებობდეს, არსებობდნენ მზია ამაღლობელის მსგავსი პროფესიონალი ჟურნალისტები.

განსხვავებული იყო ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ მედიის თავისუფლება არ ამართლებს ყველა ტიპის ქმედებას და ვერც გარედან ჩარევის ალიბიდ გამოდგება. “მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან მან პოლიციელს ჩაარტყა”, - თქვა მან და დასძინა: “ევროკავშირი შეპყრობილია საქართველოთი. ბრიუსელს სურს საქართველოში მთავრობის გადატრიალება და ამისათვის ყველანაირ საბაბს იყენებენ”. ქართველებს არ სჭირდებათ, რომ მათ საქმეში ვინმე ჩაერიოს, იქნება ეს მოსკოვი თუ ბრიუსელი”, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

საბოლოო რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს 19 ივნისს უყრის.

მზია ამაღლობელი უკვე 149 დღეა, პატიმრობაშია. მის გათავისუფლებას ითხოვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ასევე - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნების არაერთი მთავრობა.

მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

18 ივნისს ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტში საქართველოში დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართეს პერფორმანსი. მათ ხელში ეჭირათ წარწერა: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში“ და პატიმრობაში მყოფი ადამიანების ფოტოები. ფოტოებზე იყვნენ მზია ამაღლობელი (ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი); ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე („ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკავებულები), ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული) და მათე დევიძე (პროევროპულ აქციაზე დაკავებული).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *