Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ

23 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, რომლის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც.

საბჭოზე, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება, განსახილველი მთავარი საკითხია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. სხდომის ამ ნაწილის დაწყებამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაოფიციალურ მსჯელობას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან.

საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ჩინეთსა და ევროპის უსაფრთხოებაზე. მთავარ საკითხთა შორისაა ვითარება შუა აღმოსავლეთსა და ლიბიაში. გაიმართება მსჯელობა ისრაელის მიერ ირანზე შეტევასა და ირანის საპასუხო დარტყმებზე.

საქართველოს შესახებ საბჭოს მონაწილეებისთვის მომზადებულ ინფორმაციაში კვლავ მეორდება, რომ „თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს მოქმედების ახლანდელი კურსი, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ“.

20 ივნისს გაიმართება საგარეო საქმეთა საბჭოს მოსამზადებელი ბრიფინგი ჰიბრიდულ ფორმატში და მასზე შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება დისტანციურადაც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *