Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უნგრეთის პოლიციამ ბუდაპეშტის პრაიდის ჩატარება აკრძალა

უნგრეთის პოლიციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კრძალავენ ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, რომელიც 28 ივნისს იყო დაგეგმილი.

უნგრეთის პარლამენტმა, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე ფიდესის პარტიას დიდი უმრავლესობა აქვს, მარტში მიიღო კანონმდებლობა, რომელიც პოლიციისთვის ლგბტქ+ მსვლელობების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ბავშვთა დაცვის მოტივით.

ბუდაპეშტის ლიბერალმა მერმა, გერგეი კარაჩონიმ, კანონის გვერდის ავლა სცადა ორშაბათს განაცხადა, რომ რადგან ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობა მუნიციპალური ღონისძიებაა, „ხელისუფლების ნებართვა საჭირო არ არის“.

თუმცა, ბუდაპეშტის პოლიციამ მიიჩნია, რომ კანონი მერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზეც ვრცელდება და მსვლელობა აკრძალა.

ამის მიუხედავად, ბუდაპეშტის მერი აცხადებს, რომ ღონისძიება მაინც ჩატარდება. „ქალაქის მუნიციპალიტეტი ბუდაპეშტის თავისუფლების პრაიდის ზეიმს 28 ივნისს, უნგრეთის თავისუფლების დღეს, მუნიციპალურ ღონისძიებად უმასპინძლებს. წერტილი“, - დაწერა მერმა. აქციაზე ათიათასობით ადამიანის დასწრებაა მოსალოდნელი.

ორბანს 2026 წელს რთული არჩევნები ელის, სადაც ახალი, მზარდი ოპოზიციური პარტია მის მმართველობას საფრთხეს უქმნის. ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ მისი ინტენსიური კამპანია მიზნად ისახავს „ფიდესის“ ამომრჩევლების, ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გულის მოგებას.

თებერვალში ორბანმა განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა წელს ბუდაპეშტში პრაიდის ორგანიზებით თავიც კი არ უნდა შეიწუხონ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *