Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!" - კომუნიკაციების კომისიასთან აქცია იმართება

მედიის სოლიდარობისთვის ჟურნალისტები და მოქალაქეები თბილისში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარედ შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ კომუნიკაციების კომისიისკენ, სადაც განიხილება მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საჩივარი სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

"ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანიებს, „პირველს“, "მთავარსა" და "ფორმულას", კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა სხვადასხვა ტერმინის - „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ა.შ. - გამოყენების გამო.

"თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საწყისი და საფუძველი. ამიტომ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი და ცდილობს, პირველ რიგში, თქვენ გაჩუმებას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ჭეშმარიტების სამინისტრომ თავისუფლების სახელით დაადგინა, რომ რაღაც სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ. არ ვიცი რაზე ფიქრობენ [კომუნიკაციების] კომისიის წვერები, რომლებიც რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ეს ხომ დარჩება ისტორიას", - თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ონლაინგამოცემა "პუბლიკის" რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა, "არ ჩაერიოს მედიის რეგულირების სფეროში".

"მედია უნდა იყოს უკეთესი, მაგრამ ამაზე უნდა იმსჯელოს მედიამ და მომხმარებლებმა, არამც და არამც სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს ასეთი ბერკეტი, განსაკუთრებით ისეთი მთავრობის, როგორიც "ოცნებაა". კომისიას მოვუწოდებთ, არ გამოიყენოს სასჯელი, სანქცია. ის რაზეც მსჯელობს, არ არის მისი მსჯელობის პრეროგატივა. ნუ ზღუდავთ მედიას, გაუმჯობესების საკითხი დაგვიტოვეთ ჩვენ", - თქვა ლიკა ზაკაშვილმა.

"ქართული ოცნების" საჩივარს მედიის წარმომადგენლები „რეპრესიების კიდევ ერთი სერიის დასაწყისს" უწოდებენ "კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.

„ქართული ოცნების“ იურისტის თანახმად, ეს ტერმინები არის „პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის“.

პარტიის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მაუწყებლობის კანონის თანახმად, მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსების გამოც.

პარტია კომუნიკაციების კომისიას სთხოვს, “მაუწყებლობის შესახებ” კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის ამ ტელეკომპანიებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *