Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არასამთავრობოებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს გრანტების შესახებ მათგან ინფორმაციის გამოთხოვის გადაწყვეტილება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საფარი“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს მომავლის აკადემია“) სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს გადაწყვეტილება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო მათგან გრანტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიც“ (EPRC) მას შემდეგ, რაც მოთხოვნის შესახებ დოკუმენტი ფიზიკურადაც ჩაბარდებათ.

„რანაირად შეიძლება გქონდეს ამ ქვეყანაში სასამართლოს იმედი, რომელიც ბოლო წლებია მიტაცებული აქვს [ბიძინა] ივანიშვილს - ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეს არის შიდა სასამართლო მექანიზმების ამოწურვის საკითხი...“ - უთხრა რადიო თავისუფლებას სანდრო ბარამიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა.

„საქართველოს მომავლის აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი, მარი კაპანაძეც გადაწყვეტილების გასაჩივრების მსგავს მიზეზს უსახელებს რადიო თავისუფლებას - „მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ გვჭირდება შიდა მექანიზმების ამოწურვა“.

გუშინ, 18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად სასამართლოსგან განჩინება მიუვიდა ხუთ ორგანიზაციას, რომელთა სამუშაო სფეროები და სპეციფიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - არჩევნების სადამკვირვებლო და ანტიკორუფციულ/დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია. მისი აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური„საფარი“ - ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე ფონდი, რომლის დირექტორია ბაია პატარაია;„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ - ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელიც ჯორჯ სოროსის ფონდის გლობალური ქსელში ცვლილებების შემდეგ, 2024 წლიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელია ქეთი ხუციშვილი;„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) - ანალიტიკური-კვლევითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს მკვლევრებსა და ყოფილ დიპლომატებს. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად მასპინძლობს თბილისში ცნობილ საერთაშორისო კონფერენციას, „თბილისის საერთაშორისო კონფერენციას“, რომელზეც 2018 წლამდე „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის პირებიც ესწრებოდნენ. EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორია ნინო ევგენიძე.„საქართველოს მომავლის აკადემია“ - 2015 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობს; ამჟამად ატარებს ლექციების სერიებს „ფენიქსის ორდენის“ სახელით. აღმასრულებელი დირექტორია მარი კაპანაძე, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კი ალექსანდრე ზიბზიბაძე („ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი).რას ითხოვენ ორგანიზაციებისგანანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, - მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება, - რაც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან.

ჩამონათვალი, ვისთან დადებულ ხელშეკრულებებს სთხოვენ, ასეა დაკონკრეტებული:

საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია;სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი;საფინანსო საკრედიტო ინსტიტუტი;უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა უცხოეთში;საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლიდან დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება;ასევე, ასეთ დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.ბიურო NGO-ებს სთხოვს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციასთან თუ პირთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმავე პერიოდში დადებული ყველა ხელშეკრულების, შეთანხმების თუ მათში ცვლილების ფარგლებში დადებულ სხვა ყველა შესაძლო ხელშეკრულებას.

არასამთავრობოებს სთხოვენ ასეთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:

თანხების გაცემის გრაფიკს;მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას - ყველანაირი დეტალის მითითებით;მიღება-ჩაბარების აქტებს;ხელფასის უწყისებს;ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას - საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.მოსამართლის განჩინება ეყრდნობა სამ კანონს:

კანონი კორუფციის წინააღმდეგ;პარტიების კანონი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონი);გრანტების კანონი.არ ყოფილა დასახელებული არც „აგენტების კანონი“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და არც „აშშ-ის ანალოგიური უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *