Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

IAEA ადასტურებს ირანის არაქის რაიონში მდებარე რეაქტორის დაზიანებას

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ(IAEA) დაადასტურა, რომ ირანის არაქის რაიონზე ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაზიანებულია მძიმე წყლის (დეიტერის ჟანგი) რეაქტორი. ისრაელმა ამ ობიექტზე იერიში 19 ივნისს მიიტანა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 19 ივნისს, დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, რეაქტორი არ მუშაობდა, ბირთვულ მასალებს არ შეიცავდა და შესაბამისად, მის დაზიანებას რადიოლოგიური ეფექტი არ ჰქონია.
სააგენტო ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, დაზიანდა თუ არა ამავე რაიონში მდებარე მძიმე წყლის მწარმოებელი ქარხანა.
თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით, 250 კილომეტრში მდებარე რეაქტორის მსგავსი ობიექტები სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით გამოიყენება, თუმცა ხდება პლუტონიუმის წარმოქმნა, რაც შესაძლოა, ბირთვული იარაღისთვის გამოიყენონ.
არაქის რეაქტორზე ისრაელის ავიადარტყმის შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ეს ობიექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიებითაა დაცული და გაეროს უშიშროების საბჭოს თავდასხმაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის არმიის სამხედრო ობიექტები და ის ცენტრები, სადაც ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დანგრეულია ნათანზის ურანის გამამდიდრებელი ქარხნის მიწისქვეშა ნაწილი და ენერგომომარაგების სისტემა. სააგენტოს თანახმად, ობიექტს მიღმა რადიაციული დაბინძურება არ დაფიქსირებულა, თუმცა ქარხნის შიგნით იყო შეზღუდული რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება.
სააგენტოს ცნობითვე, ისპაჰანის ბირთვულ ობიექტზე შეტევის შედეგად დაზიანდა მთავარი ქიმიური ლაბორატორია და ურანის კონვერსიის და რეაქტორებისთვის საწვავის მწარმოებელი ქარხნები, თუმცა ამ ტერიტორიის მიღმაც რადიაციის დონე არ შეცვლილა. 13 ივნისთან ისრაელის გამანადგურებლებმა ირანში დაბომბეს ცენტრიფუგების ორი საწარმოც, მათ შორის თეირანში.
IAEA მხარეებს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *