Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირს ადამიანის უფლებებზე ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ჰოლანდიელი პოლიტიკოსი კაიზა ოლონგრენი დანიშნა. მისი წინამორბედი ამ თანამდებობაზე იყო შვედი დიპლომატი ოლოფ სკუგი.

კაიზა ოლონგრენს ნიდერლანდების მთავრობაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, მათ შორის: შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცეპრემიერის. სულ ბოლოს 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისამდე ის ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი იყო. უფრო ადრე კაიზა ოლონგრენი ამსტერდამის ვიცემერიც იყო. ოლონგრენი არის ნიდერლანდების საჰაერო ძალების რეზერვისტი, Chatham Hause-ის მეცნიერ-თანამშრომელი და საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მომუშავე არაერთი ორგანიზაციის საბჭოს წევრი.

ახალი სპეციალური წარმომადგენელი ხელს შეუწყობს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის განხორციელებას, ევროკავშირის პოზიციას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების მხარდაჭერაში. კაიზა ოლონგრენი დაეხმარება ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებებზე დიალოგს მესამე ქვეყნებს მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები ხელს უწყობენ ევროკავშირის პოლიტიკისა და ინტერესების გატარებას სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის - კაია კალასის საქმიანობას დღეს ხელს უწყობს 11 სპეციალური წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში მაგდალენა გრონო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *