Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ელენე ხოშტარია მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შუამდგომლობას აყენებდა.
სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა ელენე ხოშტარია, ის ჯარიმის შეფარდებას ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა მოკლე პოსტით: "კიდე ვერ დამიჭირეს".


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 28 მარტს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ელენე ხოშტარიას 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
28 მარტს, უწყვეტი აქციების 121-ე დღეს, დემონსტრანტები აპროტესტებდნენ სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია სხდომაზე დასმულმა შეკითხვებმა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ქართული მხარის დადანაშაულების მინიშნებებს შეიცავდა. მათ პარლამენტის შესასვლელთან აქციის გამართვა სხდომის პარალელურად, სპონტანურად დაგეგმეს.
დაკავების შემდეგ ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში ჰყვებოდა, რომ პოლიციის განყოფილებაში [“რამიშვილზე, „შუშებიანში“], თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ზურგს უკან ხელები ბორკილებით მჭიდროდ შეუკრეს და ყბებსა და კბილებზე მიაყენეს დაზიანება; ხოლო დროებითი მოთავსების იზოლატორში, დიღომში “პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით” ხელები ისევ ზურგს უკან შეუკრეს და სრულად გააშიშვლეს.
ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ შსს-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ იზოლატორში მოთავსებამდე, ელენე ხოშტარიას მიმართ "დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №423-ით რეგულირდება", ხოლო "პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი - კერძოდ, ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად".
"იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები", - შსს ასევე აღნიშნავს, რომ "დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა".
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრომ პატიმრებს შემოწმების დროს სრულად გაშიშვლების პრაქტიკა გააუქმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *