Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო მინისტრი" სირიაში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი "სამუშაო ვიზიტით" იმყოფება სირიაში.

დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თან ახლავს მოადგილე ირაკლი ტუჟბა.

„საზღვარზე მინისტრს დახვდნენ სირიაში აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ალი, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტისა და ევროპის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მინისტრთან ასად ჰასან ალ-შაიბანისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან“, - იტყობინება „აფსნიპრესი“.

"და აფხაზეთის დროშა სადაა?" - შეკითხვას სვამენ ტელეგრამის არხებზე, შეხვედრის ამსახველი ფოტოს კომენტირებისას.

„ქართული ოცნების“ ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.

ერთი თვით ადრე, 17 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, - რომლებიც არ აღიარებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში, - ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.

ოფიციალური დამასკის პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი არაა.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.

ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან გაიწვიეს.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა. "აფხაზეთის საელჩო" დამასკში 2020 წელს გაიხსნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *