Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

CIA-ს დირექტორი: ირანის რამდენიმე ძირითადი ბირთვული ობიექტი დანგრეულია

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმის ოფიციალურად გამოცხადებული შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და სხვა ოფიციალური პირების კომენტარების შემდეგ მოჰყვა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორ ჯონ რეტკლიფის განცხადებაც, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას „სერიოზული ზიანი“ მიადგა.

CIA-ს საიტზე 25 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რეტკლიფი აღნიშნავს, რომ სანდო სადაზვერვო მონაცემების ერთობლიობა მიუთითებს, რომ მიზანმიმართული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვულ პროგრამას სერიოზული ზიანი მიადგა, ირანის რამდენიმე ძირითადი ბირთვული ობიექტი დანგრეულია და მათ აღდგენას წლები დასჭირდება.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანახმად, გრძელდება საიმედო წყაროებიდან დამატებითი მონაცემების მიღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზედამხედველო ორგანოების სრულად ინფორმირება. რეტკლიფის განცხადებით, საკითხის ეროვნული მნიშვნელობის გამო და გამჭვირვალობისთვის CIA შესაძლებლობების ფარგლებში საზოგადოებასაც მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას.

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა 21-დან 22 ივნისის ღამით იერიში მიიტანეს ირანის ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები და ბირთვული პროგრამა განადგურებულია.

24 ივნისს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმებს ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და პროგრამა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია.

ამ ცნობებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფეიკი“ უწოდა. მან 24 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში სამივე ბირთვულ ობიექტს „იდეალურად“ დაარტყეს და გაანადგურეს.

გამოცემა Axios-მა თეთრ სახლში ოთხ წყაროზე დაყრდნობით 25 ივნისს დაწერა, რომ მედიაში ინფორმაციის გაჟონვის გამო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, შეზღუდოს კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა სისტემით CAPNET.

გამოცემის წყაროთა თანახმად, 23 ივნისს, საღამოს სწორედ ამ სისტემით გადაიცა ირანზე დარტყმის შედეგების შესახებ აშშ-ის სამხედრო დაზვერვის წინასწარი შეფასება, მეორე დღეს კი მედიით გავრცელდა. თეთრი სახლის წარმომადგენელთა მტკიცებით, წინასწარი ანგარიში, რომელიც შეერთებული შტატების 18 სადაზვერვო სამსახურიდან მხოლოდ ერთს ეკუთვნის, ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვიდან 24 საათში მომზადდა, მხოლოდ სატელიტური ფოტოების ანალიზს ეფუძნებოდა და აღნიშნული იყო, რომ სანდოობა დაბალია.

Axios-ის წყაროთა ცნობით, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ინფორმაციის გაჟონვის გამოძიება დაიწყო.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის ავიადარტყმებს წინ უძღოდა ისრაელის არმიის მიერ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ 13 ივნისიდან დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.

24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *