Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გენერალი სირსკი: სუმის ოლქზე რუსეთის ჯარების შეტევა შეჩერებულია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსეთის ჯარების წინსვლა სუმის ოლქში. ამის შესახებ დღეს, 26 ივნისს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ. დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინის ქალაქ სუმის აღებას არ გამორიცხავდა.

ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებზე რუსეთის ჯარების შეტევა შეჩერებულია, საბრძოლო შეტაკებების ხაზი კი სტაბილიზებული.

უკრაინის არმიის მთავარსარდლის თანახმად, მაისი-ივნისის შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ტერიტორიიდან მტრის „საზაფხულო შეტევის“ მცდელობების ტალღა ისევე „იხრჩობა“, როგორც ხარკოვის ოლქზე შარშანდელი შეტევის მცდელობა.

გენერლის ინფორმაციით, სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსეთი აიძულა, ჯარების ნაწილი თავისი ტერიტორიის დასაცავად გადაესროლა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სუმის ოლქზე შემტევი მთავარი დაჯგუფების შესაძლებლობები.

ამასთან, სირსკის განცხადებით, სუმის ოლქის დაცვა ერთ-ერთ ძირითად ამოცანად რჩება. მთავარსარდლის ცნობით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც სუმის ოლქის ქალაქებისა და რაიონების დაცვის საკითხებზე მუშაობს და დანიშნულია თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაცვის მომზადებაზე.

უკრაინის სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ამ რეგიონში 2024 წლის აგვისტოში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

უკრაინამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.

2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.

22 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.

25 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ხდება მტრის განდევნა სახელმწიფო საზღვრიდან”, რათა შეიქმნას „სანიტარიული ზონა“ და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობის უსაფრთხოება.

20 ივნისს პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სუმის ოლქში „უსაფრთხოების ზონის“ სიღრმე 10-დან 12 კილომეტრამდეა, რომლის შემდეგაც საოლქო ცენტრია. პუტინის თქმით, ქალაქ სუმის აღების ამოცანა არ აქვთ, თუმცა გამორიცხული არ არის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *