გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური დევნა, რეპრესიები, გზა ბელარუსისკენ, სახელმწიფოს მიტაცება რუსეთის მხარდაჭერით - 26 ივნისს, PACE-ში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატები ვითარების მზარდ გაუარესებაზე ლაპარაკობდნენ.