Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გერმანიაში მინიმალური ხელფასი მომდევნო 18 თვის განმავლობაში 14%-ით გაიზრდება

გერმანიაში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი მომდევნო 18 თვის განმავლობაში დაახლოებით 14%-ით გაიზრდება. ამით, როგორც ჩანს, განიმუხტა დაძაბულობა, რომელიც ახალი მთავრობის წინაშე არსებობდა.

კომისიამ, რომელშიც დამსაქმებლები და პროფკავშირები არიან წარმოდგენილი, პარასკევს, 27 ივნისს, რეკომენდაცია გასცა, რომ მინიმალური ხელფასი საათში ამჟამინდელი 12,82 ევროდან 2026 წლის დასაწყისში 13,90 ევრომდე გაიზარდოს, ერთი წლის შემდეგ კი - 14,60 ევრომდე.

კომისიის ხელმძღვანელმა კრისტიან შიონეფელდმა განაცხადა, რომ ის წელს „განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე იდგა, ეკონომიკის სტაგნაციისა და გაურკვეველი პროგნოზების გათვალისწინებით“. მან თქვა, რომ ჩაატარეს „ძალიან რთული მოლაპარაკებები, რომლებიც კიდევ უფრო გართულდა საჯაროდ გამოთქმული მოლოდინების გამო“.

გერმანიაში, რომელსაც ევროპაში უდიდესი ეკონომიკა აქვს, ეროვნული მინიმალური ხელფასი 2015 წლიდან შემოიღეს - დაჟინებული თხოვნით მემარცხენე-ცენტრისტი სოციალ-დემოკრატებისა, რომლებიც მაშინ - ისევე, როგორც ახლა - კონსერვატორების ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობაში უმცროსი პარტნიორები იყვნენ.

თავდაპირველად, მინიმალური ხელფასი საათში 8,50 ევროთი იყო განსაზღვრული, თუმცა მას დამოუკიდებელი კომისია რეგულარულად გადახედავს ხოლმე. მასში ერთი პოლიტიკური ჩარევა მოხდა: 2022 წელს მაშინდელი კანცლერის, სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცის მმართველობის დროს, მთავრობამ ის საათში 12 ევრომდე გაზარდა და ამით შოლცის საარჩევნო დაპირება შეასრულა.

წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში სოციალ-დემოკრატებმა ხელფასის 15 ევრომდე გაზრდა მოითხოვეს. ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიერ დადგენილ კიდევ ერთ ზრდას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *