Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ იუწყებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ხელ მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. ამის შესახებ 26 ივნისს თეთრ სახლში განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის თქვა, რომ შეთანხმებას ხელი 25 ივნისს მოაწერეს.

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლატნიკმა გამოცემა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ჩინეთი შეერთებულ შტატებს მიაწვდის იშვიათ მიწათა ელემენტებს და როგორც კი ეს მოხდება, კონტრზომების გაუქმებას დაიწყებენ.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ დღეს, 27 ივნისს განაცხადა, რომ პეკინი კონტროლირებული საქონლის ექსპორტს დასთანხმდა, სანაცვლოდ კი ვაშინგტონი გააუქმებს ჩინეთის წინააღმდეგ ამოქმედებული შემზღუდავი ზომების ნაწილს.

პეკინს იმედი აქვს, რომ ჩინეთი და აშშ კონსენსუსს განამტკიცებენ, გაუგებრობებს შეამცირებენ და ერთობლივად შეუწყობენ ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილურ და მდგრად განვითარებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის საბაჟო ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. აპრილში ტარიფმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს ანალოგიური ზომებით უპასუხა და უკვე აპრილისთვის ამერიკული პროდუქციის იმპორტის გადასახადი 125%-ს შეადგენდა.

ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სავაჭრო ომმა ფინანსური ბაზრები ჩამოშალა და რეცესიის საფრთხე შექმნა.

2025 წლის მაისში აშშ და ჩინეთი ჟენევაში გამართული მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ აშშ ტარიფს 145%-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი - 125%-დან 10%-მდე.

სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი ივნისში ლონდონში გაიმართა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *