Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ გააფართოვა მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე და მესამე მოსმენებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეხება მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლების გაფართოებას.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებს - რომ თუკი ამჟამად რუსეთის მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევა შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსის 64 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, შესწორებების შეტანის შემდეგ მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი 80 მუხლს გადააჭარბებს.

პირველი მოსმენისას კანონი ითვალისწინებდა მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევას სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედებებისთვის არასრულწლოვანთა მიმართ - რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება ან სიკვდილი, ასევე ტერორიზმისკენ მოწოდებებისთვის, ნაციზმის პროპაგანდისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრისთვის და მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის.

საბოლოო ვერსიას დაემატა ცალკეული კატეგორიები ბავშვთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე - მათ შორის სქესობრივი კონტაქტი, პროსტიტუციაში ჩართვა და პორნოგრაფიული მასალების შექმნა და გავრცელება.

ვოლოდინის თქმით, იმ ხალხს შორის, ვინც რუსეთის მოქალაქეობა 10 წელზე ნაკლები დროის წინ მიიღო, დანაშაულის ჩადენის სიხშირე 2024 წელს თითქმის ორნახევარჯერ გაიზარდა - 2700-დან 6500-მდე.

დანაშაულების ჩადენის გამო მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეეხება ანექსირებული ყირიმის და უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ დაკავებული სხვა ტერიტორიების მცხოვრებთ - სადაც მოსახლეები რუსეთის მოქალაქეები გახდნენ ამ რეგიონების ანექსირების შედეგად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის აპრილში მოაწერა ხელი კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევას "ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველი ქმედებების ჩადენის გამო". კანონის თანახმად, მოქალაქეობის ჩამორთმევა შესაძლებელია განაჩენის საფუძველზე საქმეებში, რომლებიც ეხება რუსეთის არმიის ე.წ. დისკრედიტაციას, ყალბი ცნობების გარცელებას რუსეთის არმიაზე, დივერსიას, დეზერტირობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოწოდებებს, ჯაშუშობას, სახელმწიფო ღალატს, "არასასურველად" მიჩნეულ ორგანიზაციებში მონაწილეობას ან ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის დარღვევას.

პირებს, რომლებსაც მოქალაქეობას ჩამოართმევენ, უფლება აქვთ ის ხელახლა მოითხოვონ - თუმცა მხოლოდ სამი წელიწადის გასვლის შემდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *