Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვაშინგტონმა და კარაკასმა პატიმრები გაცვალეს

სალვადორის ციხეში მყოფი ვენესუელის 200-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც აშშ-დან იყვნენ დეპორტირებულები ორგანიზებულ დანაშაულთან შესაძლო კავშირების გამო, სამშობლოში დაბრუნდნენ.

მათი დაბრუნება განხორციელდა ვაშინგტონსა და კარაკასს შორის პატიმართა გაცვლის პროგრამის ფარგლებში.

პარალელურად, აშშ-ში დაბრუნდა 10 ამერიკელი, რომლებიც ვენესუელის ციხეებში იმყოფებოდნენ.

როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გათავისუფლებული ამერიკელები ჯერ სალვადორში ჩავლენ და იქიდან გააგრძელებენ გზას სამშობლოში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა მათი გათავისუფლება და ბუკელეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.

ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, სულ გათავისუფლდა ვენესუელის 252 მოქალაქე, რომლებიც სალვადორის მაღალი უსაფრთხოების დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს.

მათი დეპორტაცია აშშ-დან მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოიყენა 1798 წლის "უცხოელ მტერთა შესახებ" კანონი საემიგრაციო კანონების გვერდის ავლით.

ამ გადაწყვეტილებამ უფლებადამცველების მწვავე კრიტიკა და აშშ-ში არაერთი სასამართლო დავა გამოიწვია.

ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ ყველა გათავისუფლებულს ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება და ამის შემდეგ გაუშვებენ სახლში. ხელისუფლების მონაცემებით, მხოლოდ შვიდ მათგანს აქვს წარსულში სერიოზული კრიმინალური გამოცდილება.

აშშ ასევე აცხადებს, რომ გაცვლის ფარგლებში ვენესუელაში გათავისუფლდა დაახლოებით 80 პოლიტიკური პატიმარი.

თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ „ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების“ გამოყენებაზე საუბრობს.

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი, დიოსდადო კაბელიო აცხადებს, რომ 18 ივლისს გათავისუფლდა ყოფილი გუბერნატორი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, უილიამს დავილა, რომელიც გასული წლის აგვისტოში დააკავეს.

ოფიციალური ვენესუელა ასევე აცხადებს, რომ აშშ-ში, მშობლებისგან განცალკევებული შვიდი ვენესუელელი ბავშვი უკვე სამშობლოშია, რომლებიც ქვეყანაში აშშ-დან ბოლოს დეპორტირებულ ჯგუფთან ერთად ჩავიდნენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *