Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი წერს, რომ უკრაინას ღამით 300-ზე მეტი დრონით და 30 რაკეტით დაესხნენ თავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ივლისის ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული შეტევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში კვლავ რჩებიან უპილოტო საფრენი აპარატები.

„დაიბომბა დონეცკის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხერსონის, ვოლინის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესისა და ჟიტომირის ოლქები. სუმში დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა - ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შოსტკაში განხორციელდა კომბინირებული დარტყმები. ოდესაში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს,“ - წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე და ვიდეოს აქვეყნებს.

პრეზიდენტის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადშიც, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მსოფლიოს ლიდერებს, მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის და მოუწოდებ, დაჩქარდეს უკრაინაში სამხედრო წარმოების განვითარება.

„საჭიროა ერთობლივი იარაღის წარმოება, ინვესტიციები დრონების (განსაკუთრებით, მათ შორის, გამანადგურებლების) წარმოებაში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობის უზრუნველყოფა აქ, უკრაინაში. ეს ყველაფერი სიცოცხლეს იცავს და უკრაინას ეს დაუყოვნებლივ სჭირდება“, - ამბობს ზელენსკი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *