Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუს მოჭადრაკე სერგეი კარაკინს

უკრაინაში, ჩერნოვცის რაიონულმა სასამართლომ, რუს დიდოსტატსა და ჭადრაკის ფედერაციის საბჭოს წევრს ყირიმიდან, სერგეი კარაკინს, დაუსწრებლად მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით.

მას ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ჩერნოვცის რეგიონული განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კარაკინმა საკუთარი ტელეგრამ-არხის მეშვეობით რუსეთის არმიის დასახმარებლად ასობით მილიონი რუბლი შეაგროვა.

ჭადრაკის დიდოსტატი 35 წლისაა. ის სიმფეროპოლში დაიბადა და საერთაშორისო ტურნირებზე 2009 წლამდე უკრაინის სახელით ასპარეზობდა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვში გადასახლდა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

კარაკინი საჯაროდ გამოდიოდა როგორც ყირიმის ანექსიის, ასევე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდასაჭერად.

2022 წელს საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის (FIDE) ეთიკის კომისიამ კარაკინის დისკვალიფიკაციის შესახებ განაცხადა მისი პოლიტიკური გზავნილების გამო. დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, მან უარი განაცხადა ნეიტრალურ სტატუსზე და არ დაბრუნდა საერთაშორისო ტურნირებს.

სერგეი კარაკინის სპორტული კარიერის ძირითადი წარმატებები 2010-2014 წლებს მოიცავს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *