Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირი სირიასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე: ბოლომდე უნდა შესრულდეს

ევროკავშირი მიესალმება სირიასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, აშშ-ისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერით და აცხადებს, რომ ის ახლა ბოლომდე უნდა შესრულდეს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 19 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ყველა მხარეს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს:

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს ყველა სახის ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვისკენ და წაქეზებისა და სექტანტური დისკურსის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ.

მოვუწოდებთ აგრეთვე ისრაელს და ყველა სხვა გარე აქტორს სრულად სცენ პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

ევროკავშირი აგრეთვე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებლებმა პასუხი უნდა აგონ:

"შეძრწუნებულები ვართ ბოლო დღეების ძალადობის შედეგად ასობით მსხვერპლის გამო, განსაკუთრებით კი ძალადობით, რომელიც, არსებული ცნობებით, განახორციელა რამდენიმე შეიარაღებულმა ჯგუფმა უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი მოწოდებაა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა უხეში დამრღვევი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე - მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით".

ევროკავშირი თვლის, რომ სირიის გარდამავალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს განურჩევლად ყველა სირიელის დაცვაზე:

"ახლა არის დიალოგისა და ჭეშმარიტად ინკლუზიური ტრანზიციის წინსვლის დრო. სირიის გარდამავალი ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად, პასუხისმგებელია განურჩევლად ყველა სირიელის დაცვაზე და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაზე განიარაღების, დემობილიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხოების ეროვნული ძალების რესტრუქტურიზაციაზე".

ევროკავშირის გამოთქვამს მზადყოფნას გარდამავალი პერიოდის გავლაში დაეხმაროს სირიას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირიის სამხრეთში დრუზების უმცირესობასა და ბედუინებს შორის დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. რეგიონში სირიის სამთავრობო ძალების შესვლის შემდეგ, ისრაელმა, დრუზების თემის დაცვის მოტივით, დრონებით თავდასხმა განახორციელა სირიის დედაქალაქში სამთავრობო ობიექტებსა და ქალაქ სუვაიდასთან განლაგებულ სამთავრობო ძალებზეც, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *