Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების ახალი რაუნდი შესაძლოა ამ კვირაში სტამბოლში გაიმართოს

უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკების ახალი რაუნდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში სტამბოლში გაიმართოს.

ამ ცნობას ავრცელებს თურქეთში გამომავალი Independent Türkçe, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკება 23-24 ივლისსაა დანიშნული.

გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკების ამ მორიგ რაუნდს ძირითადად ტექნიკური შინაარსი ექნება და რამდენიმე საკითხის განხილვით შემოიფარგლება. მოლაპარაკების თემებს შორის შესაძლოა იყოს "ჰუმანიტარული დახმარება, ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და უსაფრთხოების ზომები სასაზღვრო რაიონებში".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ივლისს თქვა, რომ რუსეთის მხარეს მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვა შესთავაზა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმაროვმა. ზელენსკის თქმით, "აუცილებელია იყოს მოლაპარაკების მზარდი დინამიკა" და"ყველაფერი გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტისთვის".

მიმდინარე წელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა ელ რიადსა და შემდეგ სტამბოლში, რომელთა ყველაზე ხელშესახები შედეგი იყო მოლაპარაკება ტყვეების და დაღუპული მებრძოლების გვამების გაცვლის თაობაზე.

Independent Türkçe ამავე პუბლიკაციაში იუწყება, რომ პარასკევს სტამბოლი უმასპინძლებს მოლაპარაკებას ირანსა და დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას შორის, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გარშემო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *