Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 135 ხომალდს

დიდმა ბრიტანეთმა 21 ივლისს გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ახალი სანქციები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თანახმად, სანქციებმა რუსეთს უნდა წაართვას ნავთობისგან მიღებული მნიშვნელოვანი მოგება, რომელსაც ისინი იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასაფინანსებლად.

სანქციათა სიაში შეტანილია 135 ტანკერი, რომლებიც, ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" შემადგენლობაშია - რუსეთი ამ ფლოტის დახმარებით ახდენს ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტს. ლონდონის თანახმად, 2024 წლიდან ამ ტანკერებით გადატანილ იქნა 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსეთის ნავთობი.

სანქციები შეეხო ასევე ორ კომპანიას, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირებასთან. ესენია კომპანია Litasco Middle East – რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, წარმოადგენს ნავთობკომპანია "ლუკოილის" უცხოეთის განყოფილებას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დაფუძნებული. ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განთავსებული მეორე კომპანიაც, სახელად Intershipping Services.

გასულ კვირაში დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) 18 სავარაუდო ოფიცერი. ამასთან, ბრიტანეთი შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთის ნავთობზე დაწესებული მაქსიმალური ფასის შემცირების შესახებ. ევროკავშირის სანქციათა პაკეტში - რომელიც ასევე გასულ კვირაში გამოცხადდა - შეყვანილია ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 105 ხომალდი და ათობით იურიდიული თუ ფიზიკური პირი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *