Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინა ადასტურებს, რომ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკების განახლება 23 ივლისს იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ივლისს იგეგმება. ამის შესახებ ზელენსკიმ 21 ივლისს, ღამით განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა უმეროვისგან მიიღო ინფორმაცია რუსულ მხარესთან მორიგი შეხვედრის თარიღის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, მეტი დეტალი 22 ივლისს გაირკვევა.

21 ივლისს თურქული პრესა წერდა, რომ სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 23-24 ივლისსაა დანიშნული. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით 21 ივლისს ჯერ იუწყებოდა, რომ შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება, გვიან ღამით კი, ინფორმირებულ თურქულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 23 ივლისსაა დაგეგმილი.

თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან მაისსა და ივნისში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრის სტატუსით ხელმძღვანელობდა. უმეროვი ვეღარ მოხვდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერი დენის შმიჰალი დაინიშნა.

18 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი დანიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად.

სტამბოლში 16 მაისს და 2 ივნისს გაიმართა უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების ორი რაუნდი.მხარეები ტყვეებისა და დაღუპული მებრძოლების ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.უკრაინისგან განსხვავებით რუსეთი უარს ამბობს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.მოლაპარაკებების ორ რაუნდზე რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *