Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები დამოუკიდებლობას კარგავენ, ევროკავშირმა კიევს ვალდებულებები შეახსენა

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მოწოდებებისა და ევროკავშირის მიერ გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ დღეს, 22 ივლისს მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდებიან.

შესაბამისად, 2015 წლიდან შექმნილი ეს სამსახურები დამოუკიდებლად საქმიანობის უფლებას კარგავენ.

უკრაინის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა 263-მა დეპუტატმა. 13 ხმა წინააღმდეგ მისცა. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, კენჭისყრის წინ დეპუტატების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ტრიბუნა დაბლოკა.

კანონპროექტის თანახმად, უკრაინის გენერალური პროკურორი იღებს წვდომას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ყველა საქმეზე, ან შეუძლია წვდომა მისცეს სხვა პროკურორებს. გენერალური პროკურორს ეძლევა უფლება ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებს მისცეს მითითებები, მიიღოს გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება და ა.შ.

22 ივლისს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და პარლამენტს მოუწოდეს, უარი თქვას ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რადგან ბიურო დამოუკიდებლობას კარგავს და გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი ხდება, ხოლო სპეციალური პროკურატურის ხელმძღვანელი - ნომინალური ფიგურა.

განცხადების თანახმად, დაინგრევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინაში 2015 წლიდან აშენებული ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა.

საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ. 21 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად დაიწყო სპეციალური ოპერაცია, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“.

21 ივლისს „დიდი შვიდეულის“(G7) წევრი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის და იაპონიის ელჩებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ შეხვდნენ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს, სერიოზულად შეშფოთებული არიან და უკრაინის მთავრობასთან ამ მოვლენების განხილვას აპირებენ.

22 ივლისს გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს ევროკომისიის სპიკერ გიიომ მერსიეს კომენტარს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია უკრაინის ბოლოდროინდელი ქმედებებით თავისი ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ, რადგან ამ ორგანოებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ რეფორმების განსახორციელებლად და კორუფციასთან საბრძოლველად დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ.

მერსიემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ევროკავშირისგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებს იმ პირობით, რომ პროგრესი იქნება გამჭვირვალობის, სასამართლო რეფორმის და დემოკრატიული მმართველობის თვალსაზრისით.

ევროკომისიის სპიკერის განცხადებითვე, ევროკავშირში უკრაინის გასაწევრებლად საჭიროა კორუფციასთან ბრძოლის ძლიერი საშუალებები და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფა.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო 2015 წელს შეიქმნა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო სპეციალური სტატუსით.ბიუროს ამოცანაა გამოავლინოს და აღკვეთოს კორუფციული და სხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და დანაშაული, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც პროცესუალურად ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოებულ საქმეებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *