Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის ჯარებმა ხარკოვი და ხერსონი დაბომბეს

24 ივლისს, დღისით რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თანახმად, დღის ორი საათისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 33 ადამიანი.

დანგრეულია ელექტროქვესადგური და სამკერვალო საწარმო. დაზიანებულია სახლები. დამწვარია სულ მცირე 15 ავტომობილი.

24 ივლისს, დღისით რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქ ხერსონის ცენტრალურ ნაწილსაც. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანებულია სასწავლებლის შენობა და ორი სამედიცინო დაწესებულება.

24 ივლისს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს უკრაინის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და ჩერკასის ოლქებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 4 ფრთოსანი რაკეტა და 103 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან მოგერიებულია 1 რაკეტა და 90 დრონი.

საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 3 რაკეტით და 13 უპილოტო საფრენი აპარატით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია 11 ადგილზე.

უკრაინაზე მორიგი შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტრადიციული შინაარსის განცხადება, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით და დრონებით დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და ენერგოსექტორის ობიექტებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *