Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირში სხვადასხვაგვარად აფასებენ ტრამპის და ფონ დერ ლაიენის სატარიფო შეთანხმებას

ევროკავშირის ლიდერების და პოლიტიკოსების განსხვავებული რეაქცია მოჰყვა ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც 27 ივლისს დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში მიაღწიეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ევროკავშირის წარმომადგენელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ შეთანხმებას მხარს უჭერს - იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირს მოუწია დათანხმებოდა ამერიკის ადმინისტრაციის ბევრ მოთხოვნას, და ამავე დროს არ მოხერხდა იმპორტზე 15-პროცენტიანი გადასახადის დაწესებისთვის თავის არიდება. პოლიტიკოსების ნაწილი კი იმედგაცრუებას გამოხატავს ან პირდაპირ აკრიტიკებს შეთანხმებას - რომელსაც ტრამპის წინაშე კაპიტულაციად მიიჩნევს.

შეთანხმების მიმართ ფრთხილი მხარდაჭერა გამოთქვეს ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკის, გერმანიის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, 15-პროცენტიანი გადასახადი მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 30-პროცენტიანი - რომლის დაწესებითაც იმუქრებოდა ტრამპი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში. ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია საავტომობილო მრეწველობისთვის. კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ შეთანხმებამ "სავაჭრო ომის" თავიდან აცილება გახადა შესაძლებელი.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ მხარს უჭერს შეთანხმებას - თუმცა "ენთუზიაზმის გარეშე". მსგავსი შეფასება გამოთქვეს ფინეთის, შვედეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა.

ბევრად უფრო კრიტიკული იყო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ. შეთანხმების მიღწევის დღეს მან "სევდიანი" უწოდა და თქვა, რომ "თავისუფალი ადამიანების კავშირი, რომელიც შეიქმნა საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად, შეურიგდა დაქვემდებარებას".

ყველაზე რადიკალური უარყოფითი შეფასება გამოთქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა - რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკით და ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერითაა ცნობილი. "დონალდ ტრამპმა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე მიირთვა", - თქვა მან.

ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მათ შორის განაცხადა, რომ ევროკავშირი დასთანხმდა აშშ-სგან ენერგორესურსების შესყიდვას 750 მილიარდი დოლარის მოცულობით, აშშ-ის ეკონომიკაში კიდევ 600 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას, ასევე აშშ-სგან იარაღის შესყიდვას.

ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა შეთანხმების მიღწევა და აღნიშნა, რომ მისი დეტალები მომავალ კვირებში დაზუსტდება. ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, 15-პროცენტიანი გადასახადი შეეხება იმპორტირებული საქონლის უდიდეს ნაწილს - თუმცა გარკვეულ სახეობებზე, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მრეწველობის პროდუქციაზე, ორივე მხრიდან ტარიფი ნული იქნება.

1 აგვისტოს იწურება სავაჭრო ხელშეკრულებების მიღწევისთვის ტრამპის მიერ დაწესებული ბოლო ვადა. იმ ქვეყნებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ამ დრომდე ვაშინგტონთან შეთანხმებას ვერ შეძლებენ, მაღალი საიმპორტო ტარიფები დაუწესდებათ. ბოლო დრომდე ეს ევროკავშირსაც ეხებოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *