Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი: პრიორიტეტები ნათელია - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა და ლიდერთა შეხვედრის ფორმატი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დასამყარებლად რეალური გადაწყვეტილებების მიღების გზად ლიდერების შეხვედრას მიიჩნევს.

თეთრ სახლში 6 აგვისტოს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.

გამოცემა The New York Times-ის წყაროთა ცნობით, შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირაში შედგეს.

ამ ცნობებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა, რომელიც 6 აგვისტოს კრემლში გაიმართა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც 6 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ევროპელ ლიდერებს, დღეს, 7 აგვისტოს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მნიშვნელოვანია ძირითადი დეტალების განხილვა:

„პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. პირველი - მკვლელობების შეწყვეტა და სწორედ რუსეთი უნდა წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე - ფორმატი ლიდერებისთვის, რათა შეხვედრამ იმუშაოს მართლაც ხანგრძლივი მშვიდობისთვის. უკრაინაში არაერთხელ გვითქვამს, რომ რეალური გადაწყვეტილებების მოძებნა შესაძლოა, მართლაც შედეგიანი იყოს სწორედ ლიდერების დონეზე. უნდა განისაზღვროს ასეთი ფორმატის დრო და საკითხთა წრე. მესამე - გრძელვადიანი უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად“.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ომი არასდროს სურდა და მშვიდობისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშავებს, მთავარი კი ის არის, რომ ომის დამწყებმა რუსეთმა მართლაც გადადგას ნაბიჯები აგრესიის შესაწყვეტად. ზელენსკის თანახმად, მსოფლიოს აქვს აგრესორზე ზეწოლის ბერკეტები და დაპირებების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღესაც ბევრი კონტაქტი ექნება მშვიდობის რეალურად მოახლოებისა და ნებისმიერ გარემოებებში უკრაინის დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის. მათ შორის საუბარი გერმანიის კანცლერთან და კავშირი კოლეგებთან საფრანგეთსა და იტალიაში.

6 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესაც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *