Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვაშინგტონმა დაასანქცირა ირანის მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად შექმნილი საფინანსო ქსელი

7 აგვისტოს აშშ-ის სახაზინო უწყების უცხოური საკუთრების კონტროლის ოფისმა (OFAC) დაასანქცირა 18 ორგანიზაცია და პირი, რომლებიც ასრულებენ გადამწყვეტ როლს აშშ-ის სანქციებისთვის გვერდის ავლით ირანის რეჟიმის მიერ შემოსავლების მიღებასა და ირანის ხალხის დევნის გაგრძელებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს გაფრთხილებას, რომ სანქცირებულ ორგანიზაციებთან, მათ შორის ირანის საფინანსო ინსტიტუტებთან ნებისმიერი ტრანსაქცია დასანქცირების მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

„საერთაშორისო იზოლაციის გამო მწვავე ფინანსური შეზღუდვების ფონზე ირანმა შეიმუშავა რთული საბანკო სქემები და ალტერნატიული გადახდის სისტემები, რომლებიც საგანგებოდ არის შექმნილი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და ირანის მიერ ექსპორტიდან შემოსავლების მისაღებად, განსაკუთრებით - ნავთობით უკანონო ვაჭრობიდან.

ეს სისტემები რეჟიმს აძლევს აგრეთვე თავისი პროქსიების დაფინანსებისა და ირანის ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელების შესაძლებლობას. გარდა ამისა, დღეს დასანქცირებული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები რეჟიმს აწვდიან დაზვერვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებსაც ირანის უსაფრთხოების სამსახურები იყენებენ ინტერნეტზე წვდომის შესაზღუდავად და იმ ქალების დევნისთვის, რომლებიც არღვევენ რეჟიმის მიერ სავალდებულოდ დაწესებულ ჰიჯაბის ტარების უფლებას.

„პრეზიდენტ ტრამპის მიერ განხორციელებული მაქსიმალურად ზეწოლის კამპანიისა და გლობალური ფინანსური სისტემებისგან მწარდი იზოლაციის შედეგად, ირანის რეჟიმს ელევა სამალავები“ - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტმა სკოტ ბესენთმა - „სახაზინო დეპარტამენტი გააგრძელებს ირანის იმ სქემების მოშლას, რომლებიც გამიზნულია ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, დაბლოკავს მის წვდომას შემოსავლებზე და კაპიტალის დეფიციტს შეუქმნის იარაღის პროგრამებს იმისათვის, რომ დაიცვას ამერიკის ხალხი“.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით დასანქცირებულია RUNC Exchange System Company, რომელიც ასევე ცნობილია როგორც RUNC International Banking Solutions. ამ კომპანიამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ირანისთვის საბანკო გზავნილების ისეთი სისტემის შექმნაში, რომელიც ირანსა და მის მოკავშირეებს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს. 2023 წელს ირანის ცენტრალურმა ბანკმა გასცა ნებართვა RUNC-ის სისტემის ირანის გარეთ გამოყენებაზე, რომ გაეთავისუფლებინა ირანის რეჟიმი უცხოური ფინანსური ტრანსაქციებისთვის სანქცირებისგან და უცხოელ პარტნიორებთან ირანის საბანკო სისტემის ურთიერთობებისთვის. ამ გზით მოხერხდა აშშ-ის მიერ სანქცირებული Bank of Kunlun-თან დაკავშირება საქნციებისთვის გვერდის ასავლელად და ირანსა და ჩინეთს შორის შემდგომი საბანკო თანამშრომლობა. დასანქცირდნენ აგრეთვე აღნიშნული კომპანიის ხელძღვანელები.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის რეჟიმმა აშშ-ის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად მიმართა დეცენტრალიზებულ „ოფშორულ“ ბანკებს იმისთვის, რომ შეექმნა ფინანსური ქსელი, რომელიც ერთი შეხედვით ირანის ცენტრალიზებული ბანკების მიღმა იმუშავებდა. სინამდვილეში კი კუნძულ ქიშზე, თავისუფალ ზონაში საგანგებოდ დაფუძნებულ Cyrus Offshore Bank-ს საიდუმლოდ ფლობდა და მართავდა სანქცირებული ირანული საფინანსო ორგანიზაცია Parsian Bank-ი.

ვაშინგტონის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება შეეხო აგრეთვე ბანკების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Pasargad Arian Information and Communication Technology Company (FANAP)-ს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *