შსს: მარნეულში დავაკავეთ წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე
ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1986 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ა. დააკავა - ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული კაცი 2013 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებულს სავარაუდოდ აზერბაიჯანში ექსტადაცია ელის - შსს ამბობს, რომ ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.