Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვენსი: აშშ მუშაობს მოლაპარაკების გამართვაზე პუტინსა და ზელენსკის შორის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ მუშაობს მოლაპარაკების გამართვაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

10 აგვისტოს, Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვენსმა თქვა, რომ ამ ეტაპზე საქმე უკვე ეხება თარიღის გამონახვას, როცა სამი ლიდერი - აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, პუტინი და ზელენსკი - ომის დასრულების გზებზე სალაპარაკოდ დასხდებიან. ვენსის აზრით, პუტინის ზელენსკისთან შეხვედრა არაპროდუქტიული მანამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი შეხვდება ტრამპს.

"ცხადია, ჩვენ ვგმობთ შეჭრას, არ მოგვწონს მიმდინარე სიტუაცია - მაგრამ საჭიროა მშვიდობასთან მისვლა. და საამისოდ ერთადერთი გზაა დასხდომა და ლაპარაკი" - თქვა ვენსმა.

ვენსმა დასძინა, რომ დონალდ ტრამპს "ეჭვი ეპარება უკრაინის თაობაზე მოლაპარაკების წარმატებაში, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნევს შანსის მიცემას".

"ჩვენ ვეცდებით მოლაპარაკების საფუძველზე მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც დააკმაყოფილებს რუსებსაც და უკრაინელებსაც. საბოლოო ანგარიშით, სავარაუდოდ, ორივე მხარე უკმაყოფილო იქნება" - თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს შეწყვიტოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა რუსეთის მოგერიების ომში.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი, და ნამდვილად ვფიქრობ რომ ამერიკა - ჩვენ აღარ ვაპირებთ უკრაინის ომის ამბის დაფინანსებას. ჩვენ გვინდა ეს მშვიდობიანად გადაიჭრას. ჩვენ გვსურს დავასრულოთ ხოცვა" - უთხრა ვენსმა Fox news-სს ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინაა ჩაწერილი. "ამერიკელებს, ვფიქრობ, მოყირჭებული აქვთ თავიანთი ფულის, თავიანთი გადასახადების დოლარების გაგზავნა ამ კონკრეტულ კონფლიქტში" - თქვა ვენსმა და დასძინა: "თუკი ევროპელებს სურთ ჩაერიონ და იარაღი შეისყიდონ ამერიკელი მაწარმოებლებისგან - ამის წინააღმდეგი არ ვართ. მაგრამ თავად ჩვენ ამას აღარ დავაფინანსებთ" - ამბობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი.

ინტერვიუ ჩაიწერა მანამ, სანამ ოფიციალურად გამოცხადდებოდა, რომ ტრამპი პუტინს მომავალ კვირაში, ალასკაში შეხვდება. ამ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერჯერობით მიწვეული არ არის.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი განიხილავს ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის ნავთობის იმპორტის გამო, თუმცა ამ საკითხზე "ჯერ მყარი გადაწყვეტილება არ მიუღია".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *