Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი: რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე

ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ თანათავმჯდომარეების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელებმა 13 აგვისტოს გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვეს.
„უკრაინას უნდა ჰქონდეს მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტიანად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული
მთლიანობა“, - ნათქვამია ერთობლივ დოკუმენტში, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე ორი დღით ადრე.

დოკუმენტის ავტორების თანახმად, „მსურველთა კოალიცია მზადაა, აქტიური როლი შეასრულოს, მათ შორის მათი გეგმების ჩარჩოებში, რომლებიც მზად არიან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ შემაკავებელი ძალების განლაგებისთვის".
„არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, - წერია „მსურველთა კოალიციის“ განცხადებაში.
"კოალიციაში" ამ სამ სახელმწიფოსთან ერთად შედიან თვითონ უკრაინა, თურქეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები.

13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუბრები გამართა ევროპის ქვეყნების მეთაურებთან და ევროკავშირის ხელმძღვანელთან. ევროპელ პოლიტიკოსებს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
15 აგვისტოს აშშ-ში, ალასკაში, დაგეგმილია ტრამპის შეხვედრა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ალასკის სამიტის შემდეგ „სწრაფი“ სამმხრივი შეხვედრა სურს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *