დაზარალებულად ცნეს პროევროპული აქციების პირველ დღეებში თბილისში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმელის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს სტატუსი რამდენიმე დღის წინ მიიღო. მას სამართლებრივ დახმარებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.