უკრაინისთვის შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს ერთმა ზარმა ალასკიდან, სადაც პარასკევს, 15 აგვისტოს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ხვდებიან ერთმანეთს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, პირველ რიგში - სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს და შესაძლოა უთხრას - “ბრძოლა გააგრძელე!”